IT'S MORE THAN JUST OIL. IT'S LIQUID ENGINEERING.

  1. Главная
  2. CASTROL В ЦЕНТРАЛЬНОЙ АЗИИ И МИРЕ
  3. ДИСТРИБЬЮТОРЫ
  4. კასტროლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

კასტროლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია ჯი-თი გრუპი

ჯითი გრუპის შესახებ

კომპანია ჯი-თი გრუპი 2001 წლიდან კასტროლის ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და ექსკლუზიურად ახორციელებს კასტროლი პროდუქციის  იმპორტს საქართველოში. 2005 წელს, კომპანიამ კასტროლთან პარტნიორობა გააფართოვა სომხეთში, ხოლო 2007 წელს - უზბეკეთში.

 

ჯი-თი გრუპს  მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, დიპლომი და ნომინაცია, ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების კატეგორიაში. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს ჯი-თი გრუპის სერვისებით მომხმარებლის კმაყოფილებას და ნდობას, რომელსაც კასტროლის პროდუქტების მიმართ. კასტროლის  სადისტრიბუციო ქსელი, ათასზე მეტ სავაჭრო წერტილს მოიცავს მთელს საქართველოში, ხოლო ზეთისა და საცხებ-საპოხი მასალების გაყიდვების კორპორატიულ ქსელში ორასზე მეტი კერძო და საჯარო კომპანია და ორგანიზაციაა ჩართული.

კომპანიის მიმოხილვა

კომპანია ჯი-თი გრუპი, მულტიბრენდული, მრავალგვარი მიმართულების ბიზნეს-კომპანიაა, რომელიც 2005 წლიდან საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. ჯი-თი გრუპის  ძირითადი საქმიანობა, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების,  ავტოტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო, მუნიციპალური და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა და დანადგარების იმპორტისა და მომსახურების სფეროებში მიმდინარეობს.


კომპანიას 2019 წელს მიღებული აქვს ISO 9001:2015 -ის მენეჯმენტის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი და რეგულარულად მუშაობს მომსახურების ხარისხის დახვეწა-გაუმჯობესებაზე.


საკუთრივ კომპანია ჯი-თი გრუპი დაარსდა 1999 წელს, როგორც მცირე კომპანიების გაერთიანება, ხოლო 2005 წლიდან, ბაზარზე ჯი-თი გრუპის სახელით ოპერირებს.


 ჯი თი გრუპის საქმიანობის ისტორია, სხვადასხვა მიმართულების ბიზნესების ზრდისა და განვითარების მრავალფეროვანი ეტაპებისგან შედგება, რომლებიც გულისხმობენ ბაზრისა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შეთავაზებას, საავტომობილო, მუნიციპალური, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო მიმართულებებით.


ჯი-თი გრუპი ჰოლდინგური ტიპის კერძო კომპანია გახლავთ, რომელსაც სამი ფიზიკური პირი ფლობს.

ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის რამდენიმე დამოუკიდებლად მომუშავე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. შპს ჯი-თი გრუპი ფლობს შემდეგ შვილობილ კომპანიებს:

  • ჯითი მოტორსი (მსუბუქი ავტომობილების იპორტი და მომსახურება )
  • კოლხი ჯგუფი (სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი )
  • ჯითი ვინეა  (ღვინის წარმოების დანადგარებისა და მასალების იმპორტი და საკონსულტაციო  მომსახურება )

 

ჰოლდინგი ჯი-თი გრუპის საქმიანობის სპეციფიკაში აღსანიშნავია მისი მჭიდრო თანამშრომლობა რამდენიმე პარტნიორ გლობალურ კორპორაციასთან:

  • CASTROL და British Petroleum – bp (დიდი ბრიტანეთი)
  • Ford Otosan (აშშ/თურქეთი) 
  • CNH Industrial N.V./New Holland Agriculture (იტალია-აშშ) 
  • IVECO (იტალია) 
  • ASTRA ( იტალია) 
  • KUHN Farm Machinery (საფრანგეთი) 
  • SOTKON-ი (პორტუგალია)
  • Anadolu Isuzu (თურქეთი/იაპონია)
  • Sumitomo Corporation (იაპონია) 
  • Piaggio Commercial (იტალია) 
  • DULEVO (იტალია) 
  • Prinoth (იტალია) 
  • Shacman -Shaanxi Automobile Holding Group Co., Ltd  (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა)
  • Ford Motors (აშშ) 
  • BMW და MINI (გერმანია)
  • Jaguar Land Rover (დიდი ბრიტანეთი) 
  • Suzuki Motor Corporation (იაპონია)

 

ჰოლდინგი ჯი თი გრუპი, ჩამოთვლილი საერთაშორისო კორპორაციების და მათი წარმოებული პროდუქტებისა და ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საავტომობილო, სასოფლო-სამეურნეო, სპეციალიზირებული დანადგარებისა და მუნიციპალური მომსახურების სფეროებთან.